ფეხბურთი

11:39 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “მარკიზიოს არსად გავუშვებთ”

“იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ცენტრალურ ნახევარმცველ კლაუდიო მარკიზიოსადმი “მონაკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან გამოჩენილი ინტერესის მიუხედავად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა კვლავ თავის პოზიციას ინარჩუნებს და ფეხბურთელის უახლოეს მომავალში გაყიდვას არ აპირებს.

“მარკიზიო რომ გუნდისთვის საჭირო მოთამაშეა, ეს შარშან სექტემბერში მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებითაც გამოჩნდა, რომლის თანახმადაც 2017 წლამდე ტურინული კლუბის მაისური უნდა ეცვას. ამრიგად, მისი მსურველი კლუბების მცდელობები ბევრს არაფერს ნიშნავს, თუკი “იუვენტუსის” მხრიდანაც არ იქნება თანხმობა. ჩვენ კი კლაუდიო მარკოზიოს გაყიდვას არ ვაპირებთ”, – უთხრა მაროტამ იტალიელ ჟურნალისტებს.

 

0.118936