ფეხბურთი

20:06 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “ლიორენტესი გვჯერა”

“იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ლიორენტეს დათმობას არ აპირებს.

ბასკი ფეხბურთელი “იუვენტუსში” გასულ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. დიდი მოლოდინის მიუხედავად, ტურინელთა მიერ ჩატარებულ 4 ოფიციალურ მატჩში, ლიორენტე მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, ისიც 89-ე წუთზე. ამას დაემატა ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლიორენტეს დამატებით “ბარსელონა” და “რეალი” არიან დაინტერესებულნი, ხოლო ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

“ლიორენტესთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ გასულ სეზონში მას თითქმის არ უთამაშია. როდესაც ფეხბურთელთან ოთხწლიან კონტრაქტს ვაფორმებდით, მისგან თავიდანვე ბევრს არც ველოდით. ჩვენ ამ ფეხბურთელის გვჯერა.” – ციტირებს მაროტას სიტყვებს Football Italia.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, “ბილბაოს” მაისურით, ლიორენტემ 26 თამაში ჩაატარა, მაგრამ მან მოედანზე საერთო დროის მხოლოდ 25% დაჰყო.

0.113914