ფეხბურთი

15:06 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “ბუფონმა კიდევ დიდხანს უნდა ითამაშოს”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ კლუბისა და იტალიის ნაკრების 35 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე ჯერ არ იფიქრებს. ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წელს ჩაირიცხა და დღემდე “ბებერი ქალბატონის” სახელით 400 თამაში ჩაატარა.

“ჯანლუიჯი ბუფონი ნამდვილი ჩემპიონი და პროფესიონალია. იგი არა მარტო ჩვენი კლუბისთვის, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთისთვის შეუფასებელი განძია. მჯერა უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ დიდხანს შეძლებს. იმედია წერტილის დასმას მხოლოდ ასაკის მატების გამო არ გადაწყვეტს” – განაცხადა ჯუზეპე მაროტამ.

0.10753