კალათბურთი

0:23 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა სტამბოლის ტურნირში იმარჯვა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ესპანურ “უნიკახას” 88:84 სძლია და სტამბოლში დასრულებული “გლორიას თასის” გამარჯვებული გახდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:26 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

რუსული გრანდის რიგებში საუკეთესო სერბი მილოშ ტეოდოსიჩი იყო, რომელმაც 21 ქულა და 9 პასი მიითვალა. ვორონცევიჩმა 15 ქულა ჩააგდო, ჯეკსონმა – 12, ხოლო ფრიძონმა – 11. ცსკა-მ თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყვიტა, რომელიც 29:17 მოიგო.

0.119845