ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან 29:41 მარცხდება. “მანუმ” ფეხი ჩეხეთთან წაგებულ შეხვედრაში დაიშავა და მართალია, სათადარიგოთა სკამზე იმყოფება, დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ტაიმის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე, ქართველი კალათბურთელები 27:26-ს იგებდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში ესპანელებმა “გაქცევა” მოაწყვეს და 12 ქულით დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებში 7 ქულა აქვს ვიქტორ სანიკიძეს, 5-5 – დუდა სანაძეს და ნიკოლოზ ცქიტიშვილს, 4-4 – გიორგი ცინცაძეს და რიკი ჰიკმანს და 2-2 – ნიკა მეტრეველს და გიორგი შერმადინს.
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma