კალათბურთი

3:23 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “გალათასარაი” ევროლიგას დაემშვიდობა

ესპანური “ბარსელონა” პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ევროლიგის “ოთხთა ფინალის” საგზური მოიპოვა. შინ მიღწეული 2 გამარჯვების კვალად, კატალონიელებმა მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის” სტამბულში ჩააკითხეს და 78:75 მოიგეს. შედეგად, სერია 3:0 დასრულდა.

ქართველი კალათბურთელი თურქული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და 25:59 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“გალათასარაის” რიგებში ყველაზე შედეგიანები პუერტო რიკოელი კარლოს აროიო (21) და სერბი ზორან ერცეგი (19) იყვნენ, ბარსელონელებს კი ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა ულიდერა 16 ქულით.

დღეს, პლეი ოფის დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდება. გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, რიკი ჰიკმანის “მაკაბი” იტალიურ “მილანს” დაუხვდება, ხოლო ბერძნული “პანათინაიკოსი” მოსკოვის ცსკა-ს მიიღებს.

0.115273