კალათბურთი

1:15 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 6 სამქულიანი და 24 ქულა “ფენერბაჰჩესთან”

მანუჩარ მარკოიშვილის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, სტამბულის “გალათასარაიმ” თანაქალაქელ “ფენერბაჰჩესთან” მე-2 გასვლითი მატჩიც წააგო (73:74) და თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრების მცველმა სტუმართა რიგებში 35:20 წუთი ითამაშა და 24 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

შედეგად, მარკოიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ქართველის გარდა, “გალას” მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ზორან ერცეგი (14) და კარლოს აროიო (12) ასცდნენ, “ფენერს” კი 15-15 ქულით ლუკა ზორიჩმა და ბო მაკკალებმა ულიდერეს.

ფინალური სერიის მომდევნო მატჩები 8 და 10 ივნისს “გალათასარაის” სარბიელზე შედგება. ჩემპინობის მოსაპოვებლად 4 თამაშის მოგებაა საჭირო.

0.11776