სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

2:12 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონია!

მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 26 წლის ქართველი მცველის “გალათასარაიმ” “ბანვითს” ფინალური სერია 4:1 მოუგო და ქვეყნის პირველობის გამარჯვებული მეხუთედ გახდა.

სტამბულელებმა ბოლო შეხვედრა შინ ჩაატარეს და მეტოქეს ძალიან იოლად – 76:58 სძლიეს. მარკოიშვილმა მოედანზე 20:13 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთაგან საუკეთესო ჩენკ აკიოლმა 22 ქულა მიითვალა, ბონიფაცი ნდონგმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო კარლოს ალბერტო აროიო 15 ქულას და 8 პასს გამორჩა.

ცნობისთვის, აღნიშნული ოქროს მედალი მარკოიშვილისთვის უკვე მეხუთეა. აქამდე, მას საქართველოს, იტალიის, უკრაინის და სლოვენიის ჩემპიონობაც ჰქონდა მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.156412