კალათბურთი

1:06 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი საუკეთესოა, “გალა” 2:0 დაწინაურდა

მანუჩარ მარკოიშვილის და მისი თანაგუნდელების დამაჯერებელი თამაშის წყალობით, სტამბულის “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლებისკენ მიიწევს.

ფინალური სერიის მე-2 მატჩში “გალამ” “ბანვითი” ისევ შინაურ კედლებში მიიღო და ამჯერადაც იოლად – 80:66 სძლია. ქართველი მცველი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

მარკოიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულას 2 მოხსნა და 2 პასი წაამატა. 25:56 წუთის განმავლობაში, მანუჩარს არცერთი შეცდომა დაუშვია და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

10 და 12 ივნისს, “გალათასარაი” მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს და წარმატების შემთხვევაში, ჩემპიონობასაც იზეიმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 15 ივნისს, ფინალური სერია ისევ სტამბულს დაუბრუნდება.

0.532935