კალათბურთი

22:31 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი გომელსკის თასზე ითამაშებს

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და რამდენიმე საგარეო ტურნეს კვალად, საკონტროლო მატჩების ჩატარებას მოსკოვში გააგრძელებს.

ამჯერად, რუსულ კლუბი მონაწილეობას ალეკსანდრ გომელსკის სახელობის თასის გათამაშებაში მიიღებს, სადაც “ნიჟნი ნოვგოროდი”, ბერძნული “პანათინაიკოსი” და ლიტვური “ლიეტუვოს რიტასიც” იასპარეზებენ.

უკვე ცნობილია, რომ 4 ოქტომბერს ნახევარფინალებში ცსკა-“ლიეტუვოს რიტასი” და “პანათინაიკოსი”-“ნიჟნი ნოვგოროდი” ითამაშებენ, 5-ში კი მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი ჩატარდება.

ახალი სეზონის წინ, ეს მოსკოველთა ბოლო საკონტროლო მატჩები იქნება. უკვე 8 ოქტომბერს, ცსკა ვთბ-ლიგის ეგიდით ფინურ “ნილან ბიზონსს” უმასპინძლებს, ხოლო ევროლიგაში პირველი მატჩი 17 ოქტომბერს გერმანიაში “ალბასთან” ელის.

0.117982