ყოფილი კალათბურთელი, მარკო იარიჩი ამბობს, რომ სპორტს ისეთი დიდი ბედნიერების მინიჭება არ შესძლებია, რამდენიც ოჯახს. მარკოს მეუღლე, მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი მოდელი, ადრიანა ლიმა გახლავთ, რომელიც უკვე ოთხი წელია, რაც მარკოს ცოლია და იარიჩის ბედნიერების სათავეც სწორედ აქედან იწყება.
წინა თვეში, 31 წლის ადრიანა ლიმამ, მეორე შვილი გააჩინა. მშობლებმა პატარა გოგონას სახელად სიენა დაარქვეს. როგორც ამერიკული პრესა წერს, ადრიანა მშობიარობის შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურება და მის გარეგნობას ორი ბავშვის გაჩენამაც ვერაფერი დააკლო.
მარკოსა და ადრიანას, პატარა სიენას დაბადებამდე, უკვე ჰყავდათ ერთი ქალიშვილი. ვალენტინა უკვე სამი წლისაა და თურმე მშობლებზე არანაკლები მოლოდინით ელოდა პატარა დაიკოს დაბადებას. ახლა ყოფილი კალათბურთელი და მისი პოპულარული მეუღლე, ბავშვების გაზრდით არიან დაკავებულნი. ადრიანა ლიმა კი ამბობს, რომ მესამე შვილის გაჩენასაც აპირებს. მარკოს ვაჟიშვილიც ძალიან სდომია.