თამაშგარე

13:01 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარკო არნაუტოვიჩი: “თქვენი სიცოცხლის ყიდვა შემიძლია”

გერმანული “ვერდერის” 23 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი მარკო არნაუტოვიჩი, უსიამოვნო ისტორიაში გაეხვა. საკუთარი “პორშე კაიანის” მართვისას სამშობლოში მარკო, ვენის პოლიციამ გააჩერა, რომელიც გატაცებულ მანქანას ეძებდა.
პოლიციის თანამშრომლები არნაუტოვიჩის მართვის მოწმობას ყურადღებით აკვირდებოდნენ, რამაც ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია. “მე იმდენ თანხას გამოვიმუშავებ, რომ თქვენი სიცოცხლის ყიდვა შემიძლია და გაცილებით მაღლა ვდგავარ, ვიდრე თქვენ”, - განუცხადა სამართალდამცავებს გაღიზიანებულმა ფეხბურთელმა.
პოლიციის თანამშრომლებისადმი გამოხატული აგრესიის გამო, მარკო დააკავეს.  
მოგვიანებით, მან საკუთარი გაცოფების მიზეზი ახსნა. სპორტსმენის თქმით, მას ფეხმძიმე მეუღლემ დაურეკა, რომელსაც მუცლის არეში ძლიერი ტკივილები აწუხებდა, ამიტომ მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ გაეშურა. ამ დროს კი, პოლიციამ გააჩერა. არნაუტოვიჩმა სამართალდამცავებს ბოდიში მოუხადა და ავსტრია-თურქეთის ამხანაგურ მატჩზე, VIP-ტრიბუნაზე დასასწრები ორი ბილეთი გადასცა, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება.
 

0.151855