“იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას უთხრა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, მისი ტურინული კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ, სიცრუეა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით არასოდეს მისაუბრია. არადა, ყოველი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას ერთი და იგივე ხდება – საიდანღაც ჩნდება ინფორმაცია ჩემი შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ახლაც ასე მოხდა, მაგრამ გარწმუნებთ, “იუვენტუსში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და მინდა, აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე” – ციტირებს 27 წლის მარკიზიოს სიტყვებს იტალიური პრესა.