ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ მუხლის ტრავმა მიიღო და უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ლაზარეთში დაახლოებით ერთ თვეს გაატარებს.
27 წლის ფეხბურთელმა დაზიანება იტალიის სუპერთასის მატჩის პირველ ტაიმში მიიღო, რომელშიც “ბებერმა ქალბატონმა” რომის “ლაციო” 4:0 დაამარცხა.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მარკიზიო გუნდს სერია A-ს საწყისი მატჩების გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურშიც დააკლდება. ამასთან, ის ეროვნულ ნაკრებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთისა (6 სექტემბერი) და ჩეხეთის (10 სექტემბერი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.