ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ კუნთის ტრავმა მოიშუშა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ის უკვე ძირითად ჯგუფში დაბრუნდა და მათთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა, “პარმას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ასეთ მოკლე პერიოდში საჭირო ფორმაში შესვლას ვერ მოასწრებს.
მისი მოედანზე დაბრუნება სავარაუდოდ 30 მარტს, “ნაპოლისთან” მატჩში შედგება და გუნდს ევროპის ლიგაზე “ლიონის” წინააღმდეგაც დაეხმარება. სამაგიეროდ, “პარმას” წინააღმდეგ ითამაშებს პოლ პოგბა, რომელიც “კატანიასთან” გუნდს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო დააკლდა.