ფრანგული პსჟ შემადგენლობის გაძლიერებას იტალიური “რომას” ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველით აპირებს.
ცოტა ხნის წინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებმა კატალობიურ “ბარსელონასთან” ტიაგო სილვას სატრანსფერო პირობები შეათანხმეს, ახლა ახალ ცენტრალურ მცველს ეძებენ და თვალი სწორედ მარკინიოსს დაადგეს.
Sky Italia-ს ცნობით, დედაქალაქელები მზად არიან 19 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, ეს თანხა კი, იმაზე მეტია, რასაც ფეხბურთელის სანაცვლოდ რომაელები ითხოვენ - 25 მილიონი. მარკინიოსის შეძენა “რეალს” და “ბარსელონას” სურთ.