ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა მარკ ვილმოსტმა 24 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც მომავალი მსოფლიო პირველობისთვის მოემზადებიან.
ბელგიური პრესის ინფორმაციით, ვილმოსტმა შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარეები: ტიბო კურტუა (“ატლეტიკო”, ესპანეთი). სიმონ მინიოლე (“ლივერპული”, ინგლისი), კუნ კასტელესი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), სილვიო პროტო (“ანდერლეხტი”).
მცველები: ტობი აილდერველდი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), დანიელ ვან ბუიტენი (“ბაიერნი”, გერმანია), ვენსან კომპანი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ტომას ვერმალენი (“არსენალი”, ინგლისი), ნიკოლას ლომბერტსი (“ზენიტი”, რუსეთი), ლორან სიმანი (“სტანდარდი”), ანტონი ვანდენ ბორე (“ანდერლეხტი”).
ნახევარმცველები: აქსელ ვიტცელი (“ზენიტი”, რუსეთი), მარუან ფელაინი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), სტივენ დეფური (“პორტუ”, პორტუგალია), მუსა დემბელე, ნასერ ჩადლი (ორივე “ტოტენჰემი”, ინგლისი), კევინ დე ბრიუნე (“ვოლფსბურგი”, გერმანია), დივოკ ორიგი (“ლილი”, საფრანგეთი).
თავდამსხელები: რომელუ ლუკაკუ, კევინ მირალიასი (ორივე “ევერტონი”, ინგლისი), ედენ აზარი (“ჩელსი”, ინგლისი), დრის მერტენსი (“ნაპოლი”, იტალია), ადნან იანუზაი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).
ამ სიიდან ვილმოტსი ბრაზილიაში გასამგზავრებლად 23 ფეხბურთელს შეარჩევს. ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა თადარიგისთვის შემდეგი მოთამაშეები შემოინახა:
სებასტიან პოკონიოლი (“ჰანოვერი”, გერმანია), იელე ვან დამი, მიში ბატშუაი (ორივე “სტანდარდი”), გიომ ჟილე (“ანდერლეხტი”), ტორგან აზარი (“ზიულტე-ვარეგემი”), რაჯა ნაინგოლანი (“რომა”, იტალია).