ბუქარესტის "სტიაუას" ლეგენდებმა, ფორვარდმა მარიუს ლეკეტუშმა და მწვრთნელმა ემერიხ იენეიმ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოსთან" მოსალოდნელ დაპირისპირებებზე კომენტარი გააკეთეს. ცნობისთვის, "სტიაუამ" 1986
ლეკეტუში: "თბილისის "დინამო" ცნობილი კლუბია, მაგრამ უნდა ვაღიარო, მათი თამაშისთვის კარგა ხანია, არ მიყურებია. სახელით თუ ავიღებთ, ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი შეგვხვდა, ვინც კი შეიძლებოდა განუთესავებიდან შეგვხვედროდა. დუშან უჰრინის ფაქტორია საყურადღებო: არ დაგვავიწყდეს, მისი გაწვრთნილი "ტიმიშოარა" ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, 2-3 ბურთის სხვაობითაც იგებდა მატჩებს".
იენეი: "არც ისე სასურველი მეტოქე შეგვხვდა, თუმცა "სტიაუამ" აუცილებლად უნდა გადალახოს ეს ბარიერი. "სტიაუა" თბილისის "დინამოსთანაც" ისე კარგად უნდა მოემზადოს, როგორც "ვარდართან". სულაც არ ვფიქრობ, რომ უჰრინის რუმინეთში მუშაობის გამო, "დინამოს" რაიმე უპირატესობა აქვს. მთავარი მაინც ფეხბურთელთა ხარისხში სხვაობაა".