თამაშგარე

11:20 | 14.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი – ყველაზე ყიამყრალი პრემიერლიგაში!

ცნობილმა ბრიტანულმა ”ყვითელმა” გაზეთმა ”სანმა”, ინგლისის პრემიერლიგაში მოღვაწე მსაჯებს შორის ერთობ სახალისო გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც ინგლისში მობურთალ ფეხბურთელთა შორის ყველაზე უზრდელის გამოვლენა იყო.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მობილწსიტყვავე ფეხბურთელებს შორის, პირველ ადგილზე მეტად უხასიათო და ყიამყრალი ადამიანი, ”მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი გავიდა.
მარიო ბალოტელის ეს “აღიარება” ბრიტანელმა არბიტრებმა ერთხმად და რაც მთავარია, დაუფიქრებლად შეძლეს. უკვე ორი წელია, რაც ეს შავკანიანი ფორვარდი მათ გამუდმებით უწამლავს ნერვებს და მიუხედავად იტალიელი ფეხბურთელის მისამართით პრესის გამუდმებული კრიტიკისა, მარიო თავისას მაინც არ იშლის და ხალხის მოშხამვას აგრძელებს.
აღნიშნულ გამოკითხვაში, ”საპატიო” მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, მარიო ბალოტელის არგენტინელი თანაგუნდელი კარლოს ტევესი და მეორე მანჩესტერული კლუბის ბომბარდირი უეინ რუნი გავიდნენ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ყიამყრალობით არც ტევესი და რუნი არიან სხვებზე ჯაბანნი, მაგრამ მარიო ბალოტელი რომ განსაკუთრებული შემთხვევაა, ეს ცხადზე ცხადია.
 

0.162631