თამაშგარე

11:40 | 23.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ფრუშო: “ლავესიზე დავეცი“

დღე ერთია და იტალიელი მოდელის, მარიკა ფრუშოს მოთქმა და წუწუნი ათასი. ამ მშვენიერ ქალბატონს თურმე ძალიან უყვარს იტალიური “ნაპოლის“ არგენტინელი ფეხბურთელი ესეკიელ ლავესი და როგორც ჭეშმარიტ შეყვარებულს შეეფერება, სიტყვებს თან დარდსა და ნაღველს ურთავს.
მარიკა ფრუშომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღიარა არგენტინელი ფეხბურთელის ტრფობა, მაგრამ ლავესისთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა მაინც ვერ დაამყარა, რაც ლამაზმანს ნერვებს უშლის და გულს საშინლად სტკენს.
იქ, სადაც დიდი სიყვარულია, არც ეჭვიანობა და შეყვარებულისათვის ნერვების მოშლაა უცხო. სწორედ ამიტომ, გულდარდიანმა მარიკამ თქვა, რამე რომ იყოს, არც “მილანის” მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დავიწუნებდიო. ახლა ჯერი ესეკიელზეა, რომელიც ან რამეს მოიმოქმედებს, ანდა მასიმილიანო ალეგრის ასე, ხელის გაუნძრევლად გადასცემს “ესტაფეტას”.
 

0.154066