ძიუდო

17:40 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ჯანაშვილი ევროპის ჩემპიონია

 

საქართველოს იუნიორ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ტალინში მიმდინარე ევროპირველობაზე 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში იპონით იმარჯვა.

ფინალში ჯანაშვილმა ჰოლანდიელი ფლეურ დენ დეკერი ორ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე. იქამდე კი თურქ დამლა ჩალისკანს, ჰოლანდიელ ჯული კემინკსა და რუმინელ ტეოდორა ბალასოუს სძლია.

დღესვე ევროკვარცხლბეკზე კობა მჭედლიშვილიც (66 კგ) ავიდა, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა. ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს თამაზ კირაკოზაშვილიც. რეპეშაჟის ფინალში მისი მეტოქე გერმანელი ტიმ გრამკოვი იქნება.

0.11649