რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ამჟამად ერთბაშად 5 სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო სახეა. ერთადერთი, რაშიც მარიას შეზღუდვა აქვს, ისაა, რომ მას არ შეუძლია, ერთი და იგივე სფეროში მომუშავე ორი კომპანია დაარეკლამოს. მაგალითად: ფირმები, რომლებიც ტანსაცმელს კერავენ.
ამის მიუხედავად, მარია მაინც არ ჩერდება და სულ ახალ-ახალ ფირმებთან აწერს კონტრაქტზე ხელს და მისი შემოსავალიც თვალსა და ხელს შუა იზრდება. ამასწინათ, რუსმა ჩოგბურთელმა კონტრაქტ ახალდაარსებულ ამერიკულ კომპანია “ლოგოსთან” გააფორმა, რომელიც საკანცელარიო საქონელს აწარმოებს.
“ლოგოს” მენეჯერი, ვინმე ჯონ კენდელი ამბობს, რომ მარია შარაპოვასთან ძვირადღირებული კონტრაქტის გასაფორმებლად, ფირმას მთელი ფინანსური რესურსების მობილიზება მოუწია. თუმცა, იქ იმედოვნებენ, რომ რუსი ჩოგბურთელის სარეკლამო სახედ ქცევის შემდეგ, “ლოგოს” საქმეები სულ უფრო და უფრო წინ წავა.