მსოფლიოს რეიტინგსიის მესამე ნომერმა მარია შარაპოვამ ინდიან უელსის BNP Paribas Open-ის მეორე წრეში 32 წლის იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს იოლად, 6:2, 6:1 გაუსწორდა და კალიფორნიის შტატის ქალაქის “მასტერზ1000”-ის მომდევნო სტადიაზე ესპანელ კარლა სუარეს-ნავაროს შეხვდება. მაშასა და ფრანჩესკას ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:0 გახდა.
25 წლის რუსს აპენინელის დასამარცხებლად მხოლოდ საათი დასჭირდა. შარაპოვამ 6 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა და დამაჯერებლად გააღწია მესამე წრეში.
ასევე წარმატებული სტარტი აიღო კლასიფიკაციის მეოთხე საფეხურზე მყოფმა პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ. შარაპოვას მსგავსად მანაც მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო მეტოქეს – ამერიკელ მარია სანჩესს 6:2, 6:1 მოუგო. მესამე ეტაპზე აგნეშკა რუმინელ სორანა კირსტიას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ს ესპანელი ანაბელ მედინა გარიგესი ჩამოაშორა.