თამაშგარე

11:31 | 9.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარია პოგრებნიაკი – იღბლიანი ლამაზმანი

რუსი ფეხბურთელის, პოველ პოგრებნიაკის ცოლი, მარია პოგრებნიაკი, კიდევ ერთხელ გახდა რუსულენოვანი ”ფლეიბოის” ფლეიმეიტი და წლის სახე. როგორც იცით, ამერიკული ”ფლეიბოი” ყოველთვიურად და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში არჩევს ლამაზმანებს და ფლეიმეიტის საპატიო ტიტულებსაც ანიჭებს.

მარია პოგრებნიაკი მიუხედავად იმისა, რომ სილამაზითა და სიშხვართით არც ერთ ცნობილ ლამაზმანსა და მოდელს არ ჩამოუვარდება, ვერ ვიტყვით რომ ძალიან აქტიური ქალია. მას ცხოვრებამ ამა სოფლის ყველა სიკეთე ადრეულ ასაკშივე უბოძა და ამ ყველაფერმა მარიას გაზარმაცება გამოიწვია.

”ჟურნალ ”ფლეიბოის” კითხვა მხოლოდ მაშინ დავიწყე, როდესაც ჟურნალის წარმომადგენლები სახლში მეწვივნენ და ფოტოგადაღებებში მონაწილეობა შემომთავაზეს. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თითქოს თავისით ხდება. მყავს კარგი ქმარი, ფული არასოდეს მაკლდა და არც მოდელის კარიერაზე მიოცნებია. უბრალოდ ასე მოხდა” – ამბობს იღბლიანი მარია.
 

0.15241