ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელის, ნიკოლას ბურდისოს ცოლი, მარია ბელენი, ერთ დროს ცნობილი და პოპულარული მოდელი იყო, თუმცა აგერ უკვე 5 წელიწადია რაც პოდიუმს გამოემშვიდობა, მაგრამ როგორც ჩანს, მოდელობაზე უარი საბოლოოდ მაინც არ უთქვამს.
ბურდისოს მეუღლეს (რომელიც უკვე ორი შვილის დედაა) გადაუწყვეტია მონაწილეობა მიიღოს კოლუმბიაში გასამართ “მის დიასახლისის“ კონკურსში, სადაც როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, დიასახლისები მიიღებენ მონაწილეობას და მარია ბელენი ვითომ ვისზე ნაკლები დიასახლისია, ამ შანსზე უარი რომ თქვას?
სხვათა შორის, მარიას დიდი პოდიუმიდან წასვლის მიზეზი თავის დროზე ერთობ უცნაური მოვლენა გახდა. ბურდისოს ცოლმა ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს ხერხემალის ტრავმა მიიღო და დაინვალიდებას სასწაულით გადაურჩა. თუმცა ახლა როგორც ჩანს, ძველი ტკივილები წარსულში დარჩა და ამბიციებმაც გაიღვიძეს.