ჭადრაკი

13:43 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი ლიდერს 0.5 ქულით ჩამორჩა

ამერიკულ სანტა კლარაში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი Bay Area International, რომლის საპრიზო ფონდიც 8 ათასი დოლარი იყო, საქართველოს ღირსებას კი გიორგი მარგველაშვილი (2555) იცავდა.

ბოლო მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკე მომავალ ჩემპიონ ანტონ კოვალიოვს (2617) შავი ფიგურებით დაუზავდა და 6.0 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ, მარგველაშვილი კანადის მოქალაქეობის მქონე უკრაინელს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩა.

სანტა კლარას ტურნირის გამარჯვებულს 3 ათასი დოლარი გადაეცა, მეორე-მესამეადგილოსნები ვეი იი (2607) და სემ შენკლანდი (2602) კი, რომლებიც კოვალიოვს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ, 1000-1000 დოლარით დაჯილდოვდებიან.

0.139085