ჩიკაგოში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭადრაკე გიორგი მარგველაშვილმა (2550) 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და ლიდერებს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 პოზიცია ერგო.
საქმე ის გახლავთ, რომ გიორგის იდენტური მონაგარი კიდევ ექვს მოჭადრაკეს აღმოაჩნდა და მათი უმეტესობა ქართველზე წინ აღმოჩნდა.
5.5 ქულით მე-16 პოზიცია დაიკავა ლევან ბრეგაძემ (2428), ხოლო მარიამ დანელიამ (2237) 95 მონაწილეს შორის 46-ე შედეგი აჩვენა.
“ჩიკაგო ოუფენის” გამარჯვებული სომეხი გაბრიელ სარგისიანი (2684) გახდა, რომელმაც 7.0 ქულა მოაგროვა და ინდოელ პრიადჰარშან კანაპანს (2420) დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო.