ჩოგბურთი

21:33 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეის პირადი რეკორდი

უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი და ავსტრალიის ღია პირველობის სამგზის ფინალისტი ენდი მარეი წლის პირველი სადიდსლემო ტურნირის მესამე წრეშია. მელბურნში მიმდინარე შეჯიბრებაზე მეოთხე ნომრად განთესილმა შოტლანდიელმა ეს ფრანგი ვენსან მიიოს 6:2, 6:2, 7:5 ძლევის შედეგად მოახერხა. მესამე სეტში ბრიტანელი 1:5 მარცხდებოდა, მაგრამ ერთის მიყოლებით 23 ქულა მოიგო და 3 სეტში “ჩაეტია”. მარეის შემდეგი ოპონენტი ესპანელი ფელისიანო ლოპესია (26).

“როდესაც მესამე სეტში ანგარიში 6:5 გავხადე და ბურთის მოსაწოდებლად გავემზადე, ვიღაცამ ტრიბუნიდან მომაძახა, უკვე ზედიზედ 19 ქულა აიღეო. ვფიქრობ, პირადი რეკორდი დავამყარე. თუმცა, შეხვედრის მსვლელობისას მოგებაზე ვფიქრობდი და არა მიღწევებზე. კარგია, მიიოსთან მატჩი სამ სეტში რომ დასრულდა. მელბურნში საღამოსკენაც კი ძალიან ცხელა, რასაც ნესტიანი ჰაერი ემატება. პაექრობის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგაც ოფლში ვიწურები”, - მარეი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზე წუწუწნებდა.

0.063218