რეიტინგსიის მეოთხე ნომერი, უიმბლდონ2013-ის ჩემპიონი ენდი მარეი შოტლანდიის ერთბაშად 2 ნომინაციის გამარჯვებული გახდა. 26 წლის დანბლეინელი შოტლანდიის წლის ადამიანთა შორის პირველ საფეხურზე დააყენეს. ამასთან ენდი ჰაილენდერთა სეზონის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ სპორტსმენი “წლის შოტლანდიელად” უკანასკნელად 5 წლის წინათ, დაასახელეს. 2008-ში ეს პატივი წილად ველომრბოლელ კრის ჰოის ხვდა, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა.
მარეის რაც შეეხება, უიმბლდონისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ინგლისელმა მოზარდებმა “ბრიტანეთის საუკეთესო სპორტსმენ-ვარსკვლავად” დაასახელეს, ბავშვებთან შეხვედრისას კი ენდიმ განაცხადა, ტრავმის მიუხედავად, კარგი სეზონი მქონდა და ვიმედოვნებ, მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთ ვიასპარეზებო.