ლონდონის ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ენდი მარეიმ წლეულს მესამე წრის ბარიერი ვერ გადალახა. 27 წლის შოტლანდიელმა მასზე 8 წლით უფროს ჩეხ რადეკ შტეპანეკთან 6:7, 2:6 დათმო. რადეკმა კარიერის განმავლობაში მეორედ მოუგო ენდის, ბრიტანელს კი ხუთჯერ უმარჯვია დასავლეთსლავთან.
შტეპანეკისა და მარეის ორთაბრძოლამ თითქმის 2 საათს გასტანა. რეიტინგსიის 42-ე ნომერმა ჩეხმა აქტივში 3 ბრეიკი და 11 ეისი მიითვალა. მეოთხედფინალში შტეპანეკი სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება, რომელმაც მესამე წრეში უკრაინელ სერგეი სტახოვსკის სძლია.
მარეი სადღეისოდ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა, თუმცა მან შარშან ლონდონში იჩემპიონა, წლეულს შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე ჩამოშორდა და სარეიტინგო ქულებიც დააკლდება.