ჩოგბურთი

21:02 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეი და ფერერი მოგებით იწყებენ

 

უიმბლდონის შარშანდელმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ ტიტულის დაცვა ბელგიელ დავიდ გოფინთან მატჩით დაიწყო და 105-ე საფეხურზე მყოფი 23 წლის ბენილუქსელი 6:1, 6:4, 7:5 დაამარცხა. 27 წლის შოტლანდიელს პირველი ბარიერის გადასალახად 2 საათი და 2 წუთი დასჭირდა. მარეის მომდევნო მეტოქე სლოვენიელი ბლაჟ როლა იქნება.

გოფინთან დაპირისპირებისას ენდიმ 4 ბრეიკი და 8 ეისი შეასრულა. დღევანდელი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ სლოვენიელმა ბლაჟ როლამ უიმბლდონის პირველ წრეში ესპანელ პაბლო ანდუხარს მოუგო.

წარმატეით დაიწყო ტურნირი რეიტინგსიის მეშვიდე ნომერმა დავიდ ფერერმა. 32 წლის ვალენსიელმა თანამემამულე პაბლო კარენიო-ბუსტას 6:0, 6:7, 6:1, 6:1 სძლია. ფერერის მომდევნო ოპონენტს რუსი ანდრეი კუზნეცოვისა და ბრიტანელი დენიელ ევანსის მატჩი გამოავლენს.

0.118817