კალათბურთი

3:13 | 27.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი რუმინეთში

რუმინეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. მოგებული პირველი მატჩის შემდეგ, დავით უსტიაშვილის გუნდმა მასპინძლებთან შეხვედრა ბრძოლაში – 55:61 დათმო.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე. მესამე პერიოდში მასპინძლებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და ბოლო მეოთხედში ლიდერობა წარმატებით შეინარჩუნეს.

საბოლოოდ მასპინძლებმა 6 ქულის სხვაობით მოიგეს. დღეს საქართველოს და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებების მესამე სპარინგ-მატჩია დაგეგმილი, რის შემდეგაც დავით უსტიაშვილის გუნდი გეზს ლუქსემბურგისკენ აიღებს.

www.gbf.ge

0.128661