ჩოგბურთი

14:32 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ნიუ ჰეივენში

ნიუ ჰეივენის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 690 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებაში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და პოლონელი ალისია როსოლსკა მე-3 რეიტინგის მქონე ინდურ-ჩინურ დუეტს (სანია მირზა-ჟი ჟენგი) დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 3:6, 6:3, 8:10 დამარცხდნენ.

სავარაუდოა, რომ ოქსანა შტატებშივე დარჩება და მზადებას აშშ-ს ღია პირველობისთვის განაგრძობს, რომლის წყვილთა ბადეშიც რეიტინგიდან გამომდინარე უპრობლემოდ უნდა მოხვდეს. ამჟამად, კალაშნიკოვას 1675 ქულით 52-ე ადგილი უკავია.

ცნობისთვის, უკვე გამოქვეყნდა ერთეულთა ტურნირის საკვალიფიკაციო ბადე, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი არ ფიგურირებს, ამდენად, უკვე ცხადია, რომ იგი “იუეს ოუფენის” ძირითად ბადეში ითამაშებს.

0.112893