ფეხბურთი

18:15 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ნახევარფინალში

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელმაც შარშან აზერბაიჯანში გამართული “კასპიის თასის” გამარჯვებული გახდა, წლეულს ტიტულს ვეღარ შეინარჩუნებს. ნახევარფინალურ მატჩში, რომელშიც ნოდარ აკობიას შეგირდები მასპინძლებს დაუპირისპირდნენ, ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი აზერბაიჯანმა 5:4 იმარჯვა. თამაშის განმავლობაში, აზერბაიჯანელი მსაჯების სიმპათია აშკარად მასპინძელთა მხარეს გახლდათ, თუმცა, ქართველ ჭაბუკებს დასკვნით ფაზაში მეტი ყურადღებით რომ ეასპარეზათ, მატჩის ძირითად 80 წუთში მოგება სრულიად რეალური იყო.

0.117044