ჩოგბურთი

1:48 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ფინალში

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ თელავში გამართული 10-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშა და გადამწყვეტი დაპირისპირება დათმო.

სამწუხაროდ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდმა შეცდომაში შეგვიყვანა, როდესაც რუს იულია კალაბინასთან შეხვედრაში გამარჯვება თავდაპირველად ქართველს მიაკუთვნა, მოგვიანებით კი შედეგი შეცვალა...

როგორც აღმოჩნდა, ბოლქვაძეს მე-2 ნომრად განთესილ მეტოქესთან 4:6, 4:6 წაუგია.

0.116363