ფეხბურთი

20:04 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძის ზედიზედ მეოთხე

 

ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, თბილისის “დინამომ” გორის “დილას” უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი 45-ე წუთზე აიღო.

მარცვალაძე ზედიზედ მეოთხე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. აქამდე, მან ეროვნულ ჩემპიონატში ლანჩხუთის “გურიას”, “ზესტაფონსა” და საჩხერის “ჩიხურას” გაუტანა.

"დინამოსა" და "დილას" შორის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა გორში 23 აპრილს გაიმართება.

0.128769