ფეხბურთი

17:31 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძის მიჯრით მეორე სიმბოლური

ვლადიკავკაზის “ალანიას” თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე, ინტერნეტგამოცემა onedivision.ru-ს ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

მე-11 ტურში, “ალანიამ” საკუთარ მოედანზე ტულის “არსენალს” 2:0 აჯობა და მარცვალაძემ გოლთან ერთად, საგოლე პასი მიითვალა.

“ცივსისხლიანობა – ეს გამოარჩევს ტემპერამენტიან ქართველ ბიჭს. მას გოლების გატანის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს, რადგან საგოლე მომენტებს არ აფუჭებს. პარტნიორებმა ალექსანდრე ფილომონოვთან პირისპირ გაიყვანეს, მან ბურთი აკურატულად დაამუშავა და შორეულ კუთხეში დაარტყა. არაფერი ზედმეტი, გააკეთა ის რაც ფორვარდს უნდა გაეკეთებინა. ამ გოლმა ტურის მთავარ მატჩში მოვლენათა მსვლელობა განსაზღვრა” – იუწყება onedivision.ru მარცვალაძის შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა 20 წლის მცველი ირაკლი ჭეჟია, რომელიც გალშია დაბადებული და მოსკოვის “სპარტაკის” აღზრდილია. ის რუსეთის მოქალაქეა.


0.479177