საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოთარ მარცვალაძე კარიერას ვლადიკავკაზის “ალანიაში” გააგრძელებს.
“ალანიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი თავდამსხმელი რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა. აქამდე ის ვლადიკავკაზელთა რიგებში ვარჯიშობდა, მაგრამ კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდა. გოჩა ხოჯავასთან ერთად, რომელმაც ვლადიკავკაზელებთან ხელშეკრულება უფრო ადრე დადო, მარცვალაძე ავსტრიაში დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანმა განვლილი სეზონი ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” დაასრულა.
ჯერჯერობით ქართველები განაცხადში არ შეუყვანიათ, რადგან ფეხბურთელების მიმართ დავალიანების გამო, “ალანიას” ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია აკრძალული აქვს. ვალის გასასტუმრებლად და ახალწვეულების დასარეგისტრირებლად ჩრდილოოსურ კლუბს კიდევ სამი კვირა აქვს.