ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, გერმანული “გლადბახის” 20 წლის მეკარე ტერ შტეგენი კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგდება. “ბლაუგრანა” ახალგაზრდა გერმანელს ვიქტორ ვალდესის შემცვლელად მიიჩნევს.
ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, კატალონიელებს მიონხენგლადბახელებთან შეთანხმება მიღწეული აქვთ. ჯერჯერობით, შტეგენის სატრანსფერო ღირებულება არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ვალდესს “ბარსასთან” კონტრაქტი 2014 წელს ეწურება და ზაფხულში, კლუბი მის გაყიდვას გეგმავს.