ფეხბურთი

20:28 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

Marca: ტიაგუმ “ატლეტიკოს” დატოვება გადაწყვიტა

მადრიდის “ატლეტიკოს” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ტიაგუმ ესპანეთის ჩემპიონი გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

33 წლის შუახაზელს მადრიდელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. “ატელტიკომ” ფეხბურთელს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, მაგრამ ადგილობრივი პრესის ცნობით, ტიაგუ უარზეა და სხვა ქვეყნიდან ფინანსურად უფრო მომგებიან შეთავაზებას ელის.

0.112208