ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს გამოიცვლის.
ყოველ შემთხვევაში, ესპანური გამოცემა Marca ირწმუნება, რომ 26 მატჩში 28 გოლის გამტანი, პრემიერლიგის ბომბარდირი, ახალ სეზონს სხვა გუნდში დაიწყებს.
წყაროს ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხარეები მხოლოდ ზაფხულის დადგომას ელოდებიან. კლუბი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ სუარესის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს.