ფეხბურთი

0:36 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

Marca: “რეალმა” იბრა იუარა

ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალმა” პსჟ-ს შვედი ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენაზე უარი განაცხადა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-დან “რეალში” წასული კარლო ანჩელოტი იბრაჰიმოვიჩის მადრიდში თან წაყვანას გეგმავდა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ზლატანის აგენტი მინო რაიოლა ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა და “რეალს” თავისი კლიენტის 20 მილიონ ევროდ შეძენას სთავაზობდა. თუმცა, თუ Marca-ს დაეჯერება, “სამეფო კლუბმა” იბრას შეძენა არ ისურვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. მართალია, ზლატანი გასამრჯელოს შემცირებაზე თანხმობას აცხადებდა, მაგრამ ესპანური კლუბის მესვეურებმა მისი ასაკი და ხასიათიც გაითვალისწინეს და ტრანსფერზე უარი განაცხადეს.

მომდევნო სეზონში, შესაძლოა, “რეალის” ცენტრალურ თავდასხმას კვლავ ბენზემა და იგუაინი შეადგენდნენ. არგენტინელის წასვლის შესახებ ბევრი საუბარი იყო. ის გულშემატკივრებს დაემშვიდობა კიდეც და ევროპული პრესის ცნობით, იგუაინი “არსენალთან” ახლოს იყო, მაგრამ ჯერ ფლორენტინო პერესმა გამოთქვა მისი შენარჩუნების სურვილი და ახლა, თავად გონსალომაც განაცხადა, რომ “რეალში” დარჩენა უნდა.

0.191487