მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო კლუბში” მხოლოდ 3 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი არ აქვთ. ესენი არიან დიეგო ლოპესი, ლუკა მოდრიჩი და მაიკლ ესიენი.
მოურინიოს რომ ფეხბურთელებთან სერიოზული პრობლემები აქვს, ეს საიდუმლო არავისთვისაა. ბოლო დროს, ის და “რეალის” მოთამაშეები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სეზონის ბოლოს, პორტუგალიელი მადრიდიდან წავა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მოურინიოს ფეხბურთელთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა მას შემდეგ, რაც “რეალმა” დორტმუნდში წააგო. მოგვიანებით, პორტუგალიელმა სიტუაციის შედარებით დარეგულირება მოახერხა, მაგრამ ლიგის ფინალს მიღმა დარჩენის შემდეგ, პრობლემებმა თავი კვლავ იჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, არცერთ ფეხბურთელს, რომელსაც მოურინიოსთან “რეალში” მუშაობის ერთ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, პორტუგალიელთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. “განსაკუთრებულთან” პრობლემების თავიდან აცილებას მხოლოდ მაიკლ ესიენი, ლუკა მოდრიჩი და დიეგო ლოპესი ახერხებენ. შეგახსენებთ, რომ პირველი 2 მათგანი “რეალში” გასულ ზაფხულში მივიდა, ხოლო ლოპესი – 2013 წლის იანვარში.