ფეხბურთი

17:59 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მატიემ “ვალენსიას” “ბარსელონაში” გაშვება სთხოვა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსიას” ფრანგი მცველი ჟერემი მატიე “ბარსელონაში” გადასვლის სურვილს გამოთქვამს, რის შესახებაც მან “ღამურების” ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

როგორც ცნობილია, 30 წლის უკანახაზელი “ბარსელონას” ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა. კატალონიელებს მატიეს შეძენა იმიტომ სურთ, რომ მას როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია.

პრობლემას ის ქმნის, რომ “ვალენსია” ფეხბურთელის გაშვებაზე უარს აცხადებს. მატიეს გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, რასაც გადასახადები ემატება და კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამოყენების შემთხვევაში, “ბარსელონას” 36 მილიონის გადახდა მოუწევს. არადა, კატალონიელები მზად არიან მატიეში მხოლოდ 20 მილიონი გადაიხადონ.

ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, “ბარსელონაში” გადასვლის სურვილს თავად ფეხბურთელი ამჟღავნებს, რომელიც “ვალენსიას” სპორტულ დირექტორს, ფრანსისკო რუფეტეს შეხვდა და მას კატალონიაში გაშვება სთხოვა.

0.118509