ფეხბურთი

14:08 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა Sky Italia-სგან 10 მილიონს ითხოვს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა იტალიური ტელეკომპანია Sky Italia-ს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონი ევროს მოთხოვნას აპირებს.

როგორც სამხრეთამერიკული პრესა იტყობინება, მარადონას უკმაყოფილების მიზეზი გახდა აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში ტრანსლირებული სერიალი,  რომელიც ნეაპოლურ მაფიას ეხება. ფილმი სახელწოდებით Gomorra იტალიელი მწერლისა და ჟურნალისტის რობერტო სავიანოს სცენარითაა გადაღებული. ერთ-ერთი მთავარი გმირი, მეტსახელად “მარადონა”, კრიმინალი და მკვლელია.

“ტელეარხმა მარადონას ზიანი მიაყენა მისი სახელის უნებართვო და უკანონო გამოყენებით. თუკი ფილმის პროდიუსერებს და მსახიობებს მკვლელისთვის მეტსახელის შერჩევა სურთ, თავიანთი სახელები გამოიყენონ და არა მარადონასი. ვაპირებთ, ამ ფილმის ტრანსლირების შეწყვეტას მივაღწიოთ” – განაცხადა მარადონას ადვოკატმა ანჯელო პიზანიმ.

0.118931