ფეხბურთი

13:58 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა რომის პაპსაც გადასწვდა

სამხრეთამერიკულმა სპორტულმა გამოცემებმა ლეგენდარული დიეგო მარადონას მორიგი სკანდალური განცხადება გაავრცელეს. ამჯერად დიეგოს რისხვა “ბოკა ხუნიორსის” დამრიგებელმა კარლოს ბიანკიმ და რომის პაპმა ფრანცისკ I-მა დაიმსახურეს.

“ბიანკის “ბოკას” მწვრთნელად დანიშვნას თავიდანვე სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი. ახლა კი ჩემი უსაყვარლესი გუნდის თამაშის ყურება ძალიან მიჭირს. ბედნიერი ვარ, როდესაც ფეხბურთელები ზედიზედ ოთხ ზუსტ პასს აკეთებენ”, – თქვა მარადონამ.

“სან ლორენსოს” გულშემატკივარი პაპის მისამართით კი არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთადერთი წინადადებით შემოიფარგლა: “სავარაუდო კანდიდატებს შორის უარესი აირჩიეს”.

0.678653