თამაშგარე

11:11 | 12.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა - მრავალშვილიანი მამა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა მრავალშვილიანი მამაა. 52 წლის მარადონას ახლახანს მეხუთე შვილი შეეძინა, რომელიც ვერონიკა ოხედამ გაუჩინა.
მართალია, დიეგო და ვერონიკა რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, თუმცა ვალენტინობის დღეს დაბადებულმა პატარა დიეგო ფერნანდომ ამ ქვეყნად თავისი მოვლინებით დედას და მამას ორიგინალურად მიულოცა ეს დღესასწაული.
მარადონას ფერნანდოს გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს: ორი გოგონა ოფიციალური მეუღლე კლაუდია ვილიაფანესგან და ორიც - გოგონა და ბიჭი – ქორწინების გარეშე.

0.144278