თამაშგარე

11:33 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ცოლთან შერიგებას აპირებს

 

დიეგო მარადონა თავის ცოლს, კლაუდიას უკვე იმდენჯერ შეურიგდა და გაშორდა, რომ მშობლების ამ ყოვლად უცნაური ურთიერთობებით მარადონას ქალიშვილებიც დაიღალნენ და უკვე აღარც კი ცდილობენ, რომ დაშორებული მშობლები შეარიგონ.

უკვე დაახლოებით სამი წელია, რაც დიეგო და კლაუდია კვლავ დაშორებულები არიან და ამ ხნის მანძილზე მარადონას დრო უქმად არ დაუკარგავს –  სამი ოფიციალური საყვარელი გამოიცვალა და სავარაუდოდ არც ერთდღიან რომანებზე უთქვამს უარი.

ახლა კი ბულვარული მედია წერს, რომ დიეგო მარადონა კვლავ ცოლთან შერიგებას აპირებს და საამისოდ უკვე დაუწყია მოქმედებები. დიდი ალბათობით, მარადონა ცოლს კიდევ ერთხელ შეურიგდება, რადგან აქამდე მისი ასეთი მცდელობები ყოველთვის წარმატებით დასრულებულა.

0.103968