მაქსი ლოპესი „სამპდორიაში“ წარმატებით დაბრუნდა. „კატანიადან“ გენუურ გუნდში მეორედ განათხოვრებულმა ფეხბურთელმა, პირველივე თამაშში, „დერბი დელა ლატერნას“ ერთადერთი გოლი გაიტანა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი 24-ე წუთზე, ედერთან ორსვლიანი კომბინაციის გათამაშების შემდეგ გაიტანა.
ჯენოა-სამპდორია 0:1 (0:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 25000
ჯენოა (3-4-3): პერინი, დე მაიო (ფეტფაციდისი 48), ბურდისო, მარკეზე (კალაიო 83), ანტონინი, მათუსალემი, ბერტოლაჩი, ანტონელი, კონატე (სკული 66), ჯილარდინო, დე ჩელიე.
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, პალომბო, კრსტიჩიჩი (რენანი 89), გაბიადინი, ედერი (სესტუ 78), სორიანო (ობიანგი 72), ლოპესი.
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
გოლი: 0:1 ლოპესი (24).
გაფრთხილებები: ბერტოლაჩი 32, მათუსალემი 81, სკული 82, დე ჩელიე 84 - მუსტაფი 21.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 12 (4)-12 (7), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 6-4, ჯარიმა: 14-22.