ჭიდაობა

16:47 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაქარაშვილის ბრინჯაოს შანსი ირანულ წარმატებაზე ჰკიდია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ მაქარაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო-ვერცხლის შანსი მეორე წრეში დაკარგა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველისთვის დაუძლეველი ზღუდე ირანელი ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინკოლაეი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა 7:0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, მაქარაშვილმა მსოფლიოს პირველობა კანადელი ევან ჯეიმს მაკდონალდის ძლევით გახსნა - 8:5.

ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების წევრის გარეშე გრძელდება, მაგრამ თუ ირანელი ფინალამდე მივა, მაშინ იაკობ მაქარაშვილი რეპეშაჟში გადაერთვება და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

0.124522